вторник, 7 января 2014 г.

მაძიებლობისა და მენტორობის შესახებ

მასწავლებლობის მაძიებლობის საპილოტე პროექტი საქართველოსგანათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინიციატივაარომელსაცმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს.
 მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდი წარმოადგენს ერთი მხრივპედაგოგის პროფესიის დაუფლების რეგულირების ინსტრუმენტსრომელიცუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტისკურსდამთავრებულის კვალიფიკაციასთან ერთად ადასტურებს მის უნარს დასურვილს იმუშაოს ისეთ რთულ სპეციფიკურ გარემოშიროგორიცაა სკოლა,ხოლო მეორეს მხრივ ახალგაზრდა სპეციალისტს საშუალებას აძლევსგამოცდილი პედაგოგებისმენტორების დახმარებით მოსწავლეებთანინტენსიური კონტაქტის შედეგად გამოიმუშაოს მასწავლებლობისათვისაუცილებელი უნარ-ჩვევები.
 მენტორი გამოცდილი მასწავლებელია,რომელიც მზადაა ახალბედა,დამწყებ მასაწავლებელს მიზნობრივი დახმარება გაუწიოს.მენტორს გააჩნია პედაგოგიური ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ის მაძიებელსუზიარებს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში.
 მენტორისა და მენტორობის მნიშვნელობა განსაკუთრებულ მნიშნელობას იძენს მაძიებლობის ინსტიტუტის ამოქმედებასთან ერთად.შეიძლება ითქვას,რომ მაძიებლობა განსაზღვრავს მენტორობის ინსტიტუტს.
 საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ მაძიებელს ასე განმარტავს: "მასწავლებლობის მაძიებელი არის პირი,რომელიც დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად".
 სწორედ ეფექტურ მენტორობაზეა დამოკიდებული მაძიებელში მასწავლებლის პროფესიისადმი პოზიტიური პიროვნული დამოკიდებულებისა და შინაგანი მოტივაციის შენარჩუნება-გაღვივება;სწავლების ეფექტური მიდგომებითა და ინსტრუმენტებით აღჭურვა,თვითშეფასების კულტურის განვითარება,კოლეგებთან თანამშრომლობა და სხვა.
                     მენტორებისა და მაძიებლების შერჩევის კრიტერიუმები
 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 2008 წელს მარტში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები მაძიებლობის საპილოტე პროექტის განსახორციელებლად. პროექტი სექტემბერში დაიწყო და 2009 წლის ივნისში დასრულდა მისი პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი კი დაიწყო 2009 წლის აგვისტოში და დასრულდება 2010 წლის ივნისში.

მაძიებლობის საპილოტე პროგრამაში მონაწილეთა მსურველების შეირჩა: თბილისის ილია ჭავჭავაძის, გორის, თელავის იაკობ გოგებაშვილის, ქუთაისის აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის.
მაძიებლების პირველადი შერჩევა მოხდა მასწავლებლობის მაძიებლობის შემუშავებული სპეციალური ანკეტის საფუძველზე, რომელშიც მოცემული იყო კითხვები მაძიებლობის კანდიდატის პროექტში მონაწილეობის მოტივაციისა და ზოგადი კომპეტენციების შესახებ. ანკეტირების ანალიზის საფუძველზე შეირჩა 80-მდე მაძიებლობის მსურველი.
 მენტორობის კანდიდატთა შერჩევა მოხდა შემეგი ექვსი კომპონენტის გათვალისწინებით:
 ა) პროექტში მონაწილეობის მოტივაცია
ბ) საგნის ცოდნა
გ) გამართულად მეტყველების უნარი
დ) აზრის წერილობით გადმოცემის უნარი
ე) ინფორმაციულობა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ
ვ) სწავლისა და განვითარების თეორიების ცოდნა
მონაცემთა საბოლოო შეჯამების შედეგად შეირჩა 53 მაძიებელი. მოგვიანებით, პროგრამის ამოქმედებიდან მათი რაოდენობა შემცირდა 49-მდე.
 2009-2010 წლის მაძიებლობის პროექტში მონაწილეობს 30 მენტორი შემდეგი ქალაქებიდან: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, თბილისი და თელავი.
 მენტორისა და მაძიებლის ერთობლივი მუშაობის ძირითადი     დოკუმენტები
 მენტორისა და მაძიებლის ერთობლივად განსახილველი ძირითადი დოკუმენტები განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის მიზნებს, პრინციპებსა და მიდგომებს, ესენია:
  •  ეროვნული სასწავლო გეგმა
  • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
  • მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
  • საგნობრივი სტანდარტები
  • მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია
  • კანონი განათლების შესახებ
                         მენტორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
მენტორი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ესენია:
 1. მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა
2. მაძიებლობის პერიოდისათვის პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/ გაწერა
3. მაძიებელთან / მაძიებლებთან კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება (მაგ: კონსულტაციები, წაკითხული ლიტერატურის განხილვა, გაკვეთილზე დასწრება და სხვა)
4. მაძიებლის საქმიანობის შეფასება, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს:
ა. მიმდინარე შეფასება
ბ. შემაჯამებელი შეფასება
5. მენტორის პორტფოლიოს წარმოება
6. მენტორის ანგარიშის დაწერა და მიწოდება ხემშეკრულებით გათვალისწინებული პირისათვის განსაზღვრულ ვადებში.
        მაძიებლობის პერიოდის მიზნებისა და მისაღწევი შედეგების განსაზღვრა
საპილოტე პროექტში მონაწილე მაძიებლებისთვის მენტორებმა შეიმუშავეს მაძიებლობის ინდივიდუალური პროგრამები, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მაძიებლების მომზადება.
 მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შედეგად დამწყები მასწავლებელი
  •  შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • შეიძენს პროფესიულ გამოცდილებას;
  • გამოიმუშავებს საკუთარი საქმიანობის კრიტიკულად გააზრების უნარს;
  • დაძლევს მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობის ბარიერებს. 
     ეფექტური მენტორი ხელს შეუწყობს მაძიებელს 
    • განივითაროს პედაგოგიური უნარები;
    • განიმტკიცოს მასწავლებლის პროფესიისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
    • აიმაღლოს მოტივაცია;
    • გაიუმჯობესოს კოლეგებთან თანამშრომლობის კულტურა.



      Комментариев нет:

      Отправить комментарий