вторник, 7 января 2014 г.

მასწავლებლობის მაძიებელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2011-2012

2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომით, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ ჩატარდა კონკურსი სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შორის მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწლეობის საშუალება ჰქონდათ 2008-2011 წელს პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებსაც.

კონკურსის მონაწილე მასწავლებელს მოეთხოვებოდა ორი მთავარი პირობის დაკმაყოფილება: ა) მასწავლებლებელს უნდა ჩაებარებინა სასერტიფიკაციო გამოცდა და ყოფილიყო მოქმედი მასწავლებელი ბ) ცენტრის კომისიის წინაშე წარმოედგინა გაკვეთილის გეგმა, რომლის თემას შეარჩევდა საკუთარი სურვილით.
კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებს შორის -ცენტრმა მენტორობის მსურველი პედაგოგების 550-მდე განაცხადი მიიღო. მენტორობის კანდიდატებთან გასაუბრება 2 კვირიანი გასაუბრების შედეგად შეირჩა 130, მათ შორის  2010-2011 წლის პროგრამის მონაწილე 32 მენტორი.
პარალელურად, 17-28 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარობდა მაძიებლობის მსურველთა რეგისტრაცია იმ ქალაქების რესურს-ცენტრში, სადაც ხორციელდებოდა პროგრამა. სულ, 10 რესურს-ცენტრში დარეგისტრირდა 1200-მდე მაძიებლობის კანდიდატი.
2011 წლის ოქტომბრის დასასრულს მენტორებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი ეფექტურ მენტორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე ჩატარდა იმ სკოლების წარმომადგენელთა და სკოლის კომისიის წევრების ტრენინგი, რომლებიც მონაწილეობდნენ მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამაში მაძიებლების შერჩევის პროცესის თემაზე.
2011 წლის ნოემბერში მიმდინარეობდა სკოლებში, სკოლის კომისიის მიერ მაძიებლების შერჩევის პროცესი.
პროგრამის განხორციელება დაიწყო ეტაპობრივად და ამჟამად პროგრამაში ჩართულ სკოლების უმრავლესობაში 4 მაძიებელი გაივლის მაძიებლობის პერიოდს.
მაძიებლობის ერთწლიანი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მაძიებელს შეუძლია გაიაროს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება.
პროგრამის ფარგლებში შემუშავდა მაძიებლის სტანდარტი, რომელიც მაძიებლის საქმიანობის შეფასების კიდევ ერთი ინსტრუმენტს წარმოადგენს.

Комментариев нет:

Отправить комментарий