
ტრენინგის მიზანი იყო მაძიებლების აღჭურვა ეფექტური მაძიებლის კომპეტენციებით პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.
ტრენინგის შედეგები:
გაიგებს და გააცნობიერებს (ცოდნა)
მაძიებლის და მენტორის ფუნქციებსა და მოვალეობებს(რევიზია);
მასწავლებლის პროფესიული ზრდის ფაზებს;
მაძიებლის საქმიანობისათვის საჭირო ძირითად დოკუმენებსა და დამხმარე მასალას;
პორტფოლიოს არსსა და დიზაინს;
თანამშრომლობის ფორმებს.
შეძლებს(უნარი):
დაეხმაროს მენტორს,ზუსტად განსაზღვროს მაძიებლის საჭიროებათა ანალიზი;
მენტორთა და სკოლის წარმომადგენლებთან მონაწილეობა მიიღოს სადემონსტრაციო გაკვეთილის დაგეგმვის, მომზადების,ჩატარების და შეფასების ციკლში;
აწარმოოს მაძიებლის პორტფოლიო;
შეავსოს და მიაწოდოს ცენტრს ანგარიშების დოკუმენტები.
ცოდნისა და უნარების გარდა მონაწილეს ჩამოუყალიბდება შემდეგი დამოკიდებულებები:
ინტერესი და პასუხისმგებლობა,როგორც პროექტის,ასევე საკუთარი როლის მიმართ;
პოზიტიური დამოკიდებულება მაძიებლობის მიმართ;
წერილობითი დოკუმენტების გამოყენება.
მაძიებლის/მენტორისა და და მაძიებლობის/მენტორობის განმარტება,მაძიებლის/მენტორის უფლება-მოვალეობანი;
ეფექტური სამოდელო გაკვეთილი და სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები;
გაკვეთილის გეგმა და ტიპები;
პორტფოლიოს მნიშვნელობა და მისი წარმოება;
მაძიებლის შეფასება;
შეცდომების ანალიზი და ეფექტური უკუკავშირი;
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
მაძიებლის ტრიმესტრული ანგარიში;
ტრენინგის შეფასება.
Комментариев нет:
Отправить комментарий