вторник, 18 февраля 2014 г.

გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება



სადემონსტრაციო გაკვეთილი-17.02.14

დღეს მაძიებელმა, სალომე ცხადაძემ პირველად , დამოუკიდებლად ჩაატარა გაკვეთილი ქართულ ენაში, თემაზე "სოლომონ ბრძენი".
გაკვეთილის შემდეგ მადლობა გადავუხადე მას. განვიხილეთ ძლიერი და სუსტი მხარეები. მივეცი რეკომენდაცია.
სხვა მაძიებლები გულდასმით ისმენდნენ გაკვეთილს და ინიშნავდნენ მნიშვნელოვან ელემენტებს.


სადემონსტრაციო გაკვეთილი-18.02.14

2014 წლის 18 თებერვალს, მაძიებელმა ლონდა ღაღანიძემ, ჩაატარა თავისი პირველი დამოუკიდებელი გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე "დაყვედრება ტყვეობაზე უარესია".
გაკვეთილის შემდეგ მივეცი წერილობითი უკუკავშირი. მაძიებელმა თავადაც შეაფასა საკუთარი გაკვეთილი.







სადემონსტრაციო გაკვეთილი-20.02.14
მაძიებელმა ფიქრია ფურცხვანიძემ ჩაატარა გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე: ს.ს. ორბელიანის "გულწრფელი პასუხი".
გთავაზობთ გაკვეთილის ამსახველ ფოტოკოლაჟს:




რეფლექსია, უკუკავშირი, თვითშეფასება


18.03.2014
მაძიებელების მიერ ჩატარებული გაკვეთილის განხილვა და ანალიზი

მაძიებლები უკვე სისტემატურად გეგმავენ და ატარებენ სადემოსტრაციო გაკვეთილებს. ყოველდღე ვართ სტუმრების მოლოდინში.ამიტომ ვცდილობ, რომ მათ გაკვეთილებზე საუკეთესოდ წარმოაჩინონ თავი.
დღეს გაკვეთილი ჩატარდა ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში.
ქართულ ენაში გაკვეთილი ჩაატარა სალომემ თემაზე: "მოხუცის დარიგება", ხოლო ბუნებისმეტყველებაში-ლონდამ, თემაზე: "როგორ მოვიქცეთ საშიშროების დროს".
გაკვეთილის შემდეგ ერთად განვიხილეთ ძლიერი და სუსტი მხარეები. მაძიებლებმა საკუთარი გაკვეთილი თავადაც შაფასეს.
. გაკვეთილის ანალიზის შემდეგ დავგეგმეთ მომდევნო გაკვეთილი.
      

 

ვაგრძელებთ სადემოსტრაციო გაკვეთილებს. დღეს მაძიებლებმა ლონდამ და ფიქრიამ გვაჩვენეს საინტერესო გაკვეთილები ქართულ ენასა და ბუნებაში. ლონდას მიერ ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო: "რას გალობს შაშვი?" ფიქრიამ კი ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე "უსაფრთხოება".

სადემოსტრაციო გაკვეთილი-1.04.14

დღეს მაძიებლების მიერ ჩატარდა გაკვეთილები ქართულ ენაში, მათემატიკასა და ბუნებაში.
ქართული ენა-ს. ცხადაძე
მათემატიკა-ლ.ღაღანიძე
ბუნება-ფ. ფურცხვანიძე
გთავაზობთ გაკვეთილების ამსახველ ფოტომასალას:

https://drive.google.com/folderview?id=0B_fPoHAP37eReklWTjVyaVg0c0E&usp=sharing




Комментариев нет:

Отправить комментарий