მაძიებლობის პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მაძიებლების მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად .
ჩვენი ერთობლივი მუშაობის წინა პერიოდი სამოდელო გაკვეთილებზე დასწრებით დავიწყეთ.პარალელურად გავდიოდით თეორიულ წვრთნას.მაძიებლები ასევე ხშირად ესწრებოდნენ კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს,დასწრების შემდეგ ვახდენდით გაკვეთილის ანალიზს. სამოდელო გაკვეთილებით მათ საკმაო გამოცდილება მიიღეს.ამავდროულად ვმუშაობდით გაკვეთილის გეგმებზე, ვწერდით მათ ერთდროულად, ეცნობოდნენ გეგმებს ინტერნეტით. მალე დამოუკიდებლად შეძლეს გაკვეთილის გეგმების წერა.
მუშაობის მომდევნო ეტაპზე მაძიებლებმა დაიწყეს შესწავლილი სტრატეგიების გამოცდა გაკვეთილზე 10-15 წუთიანი აქტივობებით, რომლის მიზანი იყო შესწავლილი მასალის გამოყენება პრაქტიკულად, საფუძვლის მომზადება სადემონსტრაციო გაკვეთილებისათვის,მაძიებლების მოტივაციის ამაღლება.
ერთ-ერთ ასეთ გაკვეთილზე,2009 წლის 4 დეკემბერს, გვესტურა მასწავლებლობის მაძიებლობის კოორდინატორი ეკა მამაცაშვილი.ის დაესწრო მაძიებლების ერთობლივად ჩატარებულ გაკვეთილს. გაკვეთილის დასრულების შემდეგ გაიმართა განხილვა და კონსულტაციები.
სამოდელო გაკვეთილებს მოჰყვა სადემონსტრაციო გაკვეთილები,პირველი სადემონსტრაციო გაკვეთილი ჩატარდა II ტრიმესტრის ბოლოს.გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის გამგე და რამდენიმე მშობელი, სადემონსტრაციო გაკვეთილებმა მალე სისტემატური ხასიათი მიიღო, პერიოდულად გვსტუმრობდნენ დირექციის წარმომადგენლები,კათედრის წევრები. ერთ-ერთ ასეთ გაკვეთილზე მოვიწვიეთ 2008 და 2009 წლის მენტორ-მაძიებელები.
პროექტის დასასრულს,2010 წლის 17 მაისს, 23-ე საჯარო სკოლაში მონიტორინგის მიზნით გვესტუმრა საერთაშორისო ტრენერი,სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თეა ლობჟანიძე და ტრენერ-კონსულტანტი სოფო ბარამიძე.ისინი დაესწრნენ მაძიებლების,სალომე ბალანჩივაძის ინტეგრირებულ გაკვეთილს ქართულ ენაში და სოფო მიქაძის შემაჯამებელ გაკვეთილს ბუნებისმეტყველებაში.

Комментариев нет:
Отправить комментарий