вторник, 7 января 2014 г.

პირველი ნაბიჯები

       მაძჲებლებთან მუშაობა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით წარვმართე. თავდაპირველად, მათჲ უკეთ გაცნობის მიზნით, დაგეგმილი მქონდა მოკლე ინტერვიუ, რისთვისაც კითხვები წინასწარ მოვამზადე.ინტერვიუს მიზანი იყო:  დამედგინა მათჲ ინდივიდუალური შესაძლებლობები, რომელიც დამეხმარება საჭიროებათა ანალიზის შედგენაში; გამეგო მათი შეხედულებები და წარმოდგენები განათლებაში მიმდინარე რეფორმაზე; შემეტყო , რა ცოდნა დააგროვეს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსის გავლის შემდეგ; ჰქონდათ  თუ_ არა პედაგოგიური გამოცდილება; რამდენად არგუმენტირებულ დასკვნებსა და შეფასებებს აკეთებდნენ.

        ინტერვიუს მსვლელობის დროს მაძიებლებს ვუზიარებდი,ჩემ პირველ ნაბიჯებს პროფესიაში,თუ რა სირთულეების გადალახვა მომიხდა და რას მივაღწიე.
        ინტერვიუს შედეგად  გავარკვიე,რომ  მაძიებლები ემზადებიან მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად.ისინი არ იცნობენ პედაგოგიურ თეორიებს, სწავლებისა და სწავლის ახალ მიდგომებს,  მოსწონთ განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმა.  აქვთ საკუთარი ხედვა.  რაც მთავარია, მოტივირებულნი არიან და ამ პროექტის მიმართ დიდი მოლოდინი აქვთ.

        ინტერვიუს შემდეგ  მქონდა პროექტის წარდგენა. ჩანდა, რომ ისინი ბოლომდე არ იყვნენ გარკვეული პროექტის არსშჲ, ამიტომ მათთან ურთიერთობა  დავიწყე პროექტის მიზნებისა და შედეგების გაცნობით. გარდა ამისა, ვისაუბრე:
         მაძჲებლის არსსა და მნიშვნელობაზე, მენტორის ფუნქცია-მოვალეობებზე;
         მიმოვიხილე  მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა;(კ.ზ.გ.შ.-მუხლი 21)
         ყურადღება შევაჩერე პროფესიული განვითარების უმთავრეს ორიენტირზე––რეფლექსურ პრაქტიკაზე;
         გავაცანი თანამედროვე მოთხოვნები პედაგოგის  მიმართ;
        ზოგადად მიმოვიხილეთ ერთობლივი მუშაობისას გამოსაყენებელი დოკუმენტები.მივუთითე ლიტერატურა.
        ვასწავლე, როგორ წერონ რეფლექსიები და როგორ შეადგინონ პორტფოლიო

       ინტერვიუს შედეგად შევადგინე საჭიროებათა ანალიზი, რაც დამეხმარა სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий