პირველ რიგში ვესაუბრე მათ სკოლის ისტორიასა და კულტურაზე,მოვაწყვეთ მცირე ექსკურსია სკოლის ტერორიაზე.
გავაცანი მათ პროექტის მიზნები და შედეგები;
მაძიებლის არსი და მნიშვნელობა, მენტორის ფუნქცია-მოვალეობები;
ყურადღება შევაჩერე პროფესიული განვითარების უმთავრეს ორიენტირზე––რეფლექსურ პრაქტიკაზე;
გავაცანი პედაგოგის მიმართ წაყენებული თანამედროვე მოთხოვნები;
ზოგადად მიმოვიხილეთ ერთობლივი მუშაობისას გამოსაყენებელი დოკუმენტები.
ვისაუბრეთ პორტფოლიოს წარმოების შესახებ.
მომდევნო ეტაპზე განვიხილეთ მაძიებელთა ინდივიდუალური საჭიროებანი,რომელზეც დაყრდნობით შედგა სამოქმედო გეგმა.
პედ.საბჭოზე პრეზენტაციამდე მაძიებლებს გავაცანი განათლების ზოგადი კანონის ის მუხლები, სადაც საუბარია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე და მის ფუნქციებზე.
პედ.საბჭოს თავ-რის გამოსვლის შემდეგ მქონდა პრეზენტაცია, მიმოვიხილე ის თემები, რომლებზეც ვმუშაობდით ამ ხნის განმავლობაში ტრენინგზე, განვმარტე ბევრისთვის უცხო ტერმინების––მენტორისა და მაძიებელის მნიშვნელობა.ვისაუბრე თითოეული მათგანის ფუნქცია-მოვალეობებზე.
მაძიებლებმა წარადაგინეს საკუთარი თავი.
Комментариев нет:
Отправить комментарий